აშშ უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

„ორი დღის წინ განვაცხადე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის ისტორიული შემოწირულობის შესახებ. დღეს სიამაყით ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტის შესახებ. ეს იქნება მერვე პაკეტი მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, მან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გუშინ მოაწერა ხელი. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მუშაობს ნატო-ს მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება მიმდინარე ზაფხულს შეძლოს.

„თქვენ დააკისრეთ რუსეთს მნიშვნელოვანი ხარჯები და ნათლად აჩვენეთ, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაზე, უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე“, – მიმართა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის სამშვიდობო სამიტის მეორედ ჩატარებაა საჭირო.