აშშ-ის თავდაცვის მინისტრი სირიის მთავრობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
„ ამ ეტაზპე არაფერს გამოვრიცხავ”,-ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალსიტების შეკითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ამერიკამ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
„ პირველი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, თუ რატომ გამოიყენება ისევ ქიმიური იარაღი, როცა რუსეთი მისი განადგურების გარანტორი იყო. ვაპირებთ, ამ საკითხს ჩვენს მოკავშირეებთან, ნატოსთან და ყატართან ერთად ვუპასუხოთ”,- განაცხადა მეტისმა.
სირიის ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ასადი და მისი მოკავშირეები- რუსეთი და ირანი გააფრთხილა, რომ მათ ეს ქმედება ძვირი დაუჯდებათ.