აშშ-ის თავდაცვის მინისტრი სირიის მთავრობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი სირიის მთავრობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

„ ამ ეტაზპე არაფერს გამოვრიცხავ”,-ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალსიტების შეკითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ამერიკამ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

„ პირველი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, თუ რატომ გამოიყენება ისევ ქიმიური იარაღი, როცა რუსეთი მისი განადგურების გარანტორი იყო. ვაპირებთ, ამ საკითხს ჩვენს მოკავშირეებთან, ნატოსთან და ყატართან ერთად ვუპასუხოთ”,- განაცხადა მეტისმა.

სირიის ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ასადი და მისი მოკავშირეები- რუსეთი და ირანი გააფრთხილა, რომ მათ ეს ქმედება ძვირი დაუჯდებათ.

დატოვე კომენტარი