აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ბლინკენთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და აშშ-ისრაელის ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრის უმეტესი ნაწილი ირანთან ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში უვიზოდ შესვლის თემაც განიხილეს და ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების გეგმის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
მანამდე ბენეტი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსაც შეხვდა.