აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია „ატლას ეარ“-ი ავრცელებს.

ინციდენტი აშშ-ის ტეხასის შტატში მოხდა. ავიაკომპანია „ატლას ეარ“-ის კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 767“, რომელიც მაიამიდან ჰიუსტონში მიფრინავდა, ტეხასის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ანაუაკის მახლობლად ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 12:45 საათზე მოხდა. ინციდენტის დროს სატვირთო თვითმფრინავი ჰიუსტონიდან 40 მილის დაშორებით იმყოფებოდა.