აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი კონექტიკუტის შტატში, ბრედილის აეროპორტში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ავარიის დროს „ბი-17“ ტიპის ბომბდამშენის ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 10 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. გარდა ამისა, დაშავდნენ ადამიანები, რომლებიც იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი აფრენიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა მწყობრიდან. პილოტებმა დაშვება სცადეს, თუმცა მართვაზე კონტროლი დაკარგეს და ბომბდამშენი აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ შენობას შეეჯახა.