მაიამიში ვერტმფრენი სანაპიროსთან ახლოს, დამსვენებლებიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა [ვიდეო]

მაიამის სანაპიროსთან ვერტმფრენი დამსვენებლებიდან რამდენიმე მეტრში, ოკეანეში ჩამოვარდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამი პირიდან ორი ჰოსპიტალიზებულია და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მესამე მგზავრი არ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. მომხდარს აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.

ავიაკატასტროფის მომენტის ამსახველი ვიდეო მაიამის პოლიციამ გაავრცელა.