აშშ-ში საქართველოს საელჩო ლევან კოღუაშვილსა და Brighton 4th ფილმის გუნდს ნიუ იორკის „ტრაიბეკას“ ფესტივალზე წარმატებას ულოცავს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ლევან კოღუაშვილსა და Brighton 4th ფილმის გუნდს ნიუ იორკის „ტრაიბეკას“ ფილმის ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და Brighton 4th ფილმის გუნდს ნიუ იორკის „ტრაიბეკას“ ფილმის ფესტივალზე მოპოვებულ დიდ წარმატებას! ფილმმა საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის, სცენარისა და საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის (ლევან თედიაშვილი) ჯილდოები მიიღო“, – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.
ლევან კოღუაშვილის ფილმმა, რომელიც საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით შეიქმნა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.
კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.