აშშ-ში საქართველოს საელჩომ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის მკვლევარების პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის მკვლევარების პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის მკვლევარების პროგრამის მონაწილეებს – Rumsfeld Foundation’s Central Asia and Caucasus Fellows უმასპინძლა. შეხვედრაზე ელჩმა დავით ბაქრაძემ რამსფელდის ფონდის ახალგაზრდა მკვლევარებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, განხორციელებულ რეფორმებზე და ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა რამსფელდის ფონდს რეგიონში მსგავსი სახის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის.​​

რამსფელდის ფონდის აღნიშნული პროგრამა ვაშინგტონში მდებარე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ახალგაზრდა პროფესიონალ მკვლევარებს იწვევს. ექვსი კვირის განმავლობაში პროგრამის მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რეგიონალურ ექსპერტებთან. საგარეო უწყების ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის აშშ-ის საჯარო და კერძო სექტორების გაცნობას.