აშშ-ში რუსეთის ელჩი - რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას არ გეგმავს
რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას არ გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
ანტონოვის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მტკიცებისა, რუსეთი არ ემზადება შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.
„ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ს განცხადებებს, როგორც მცდელობას ნებისმიერი საშუალებით შენიღბოს საკუთარი დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სტამბოლის ურთიერთდაკავშირებული შეთანხმებების განხორციელების დე ფაქტო დივერსიას“, – განაცხადა ანტონოვმა.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ ყველა გემს, რომელიც უკრაინის პორტებში მიდის, რუსეთი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად მიიჩნევს, რაზეც აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია, გააფართოოს თავდასხმები უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე, რაც შეიძლება შეიცავდეს თავდასხმებს შავ ზღვაში მცურავ სამოქალაქო გემებზე.