აშშ-ში რეპერ XXXTentacion-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
აშშ-ში რეპერ  XXXTentacion-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ფლორიდაში XXXTentacion-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც სააგენტო Associated Press-ი ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაკავებული ადგილობრივი მცოხვრები, 22 წლის დედრიკ დევნოშეი უილიამსია. მას მკვლლეობაში ბრალი უკვე წაუყენეს.

20 წლის რეპერი 18 ივნისს ფლორიდის სამხრეთ ნაწილში მოკლეს. მას ორმა პირმა ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც შემსრულებელი ავტოსალონიდან გამოდიოდა, სადაც მოტოციკლის შესარჩევად იყო მისული.

XXXTentacion ცოტა ხნის წინ შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა. მუსიკოს სხვადასხვა დანაშაულისთვის 15 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, მათ შორის მეგობარი ქალის ცემისთვის.