ქარიშხალ „სალის“ აშშ-ში გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა მოჰყვა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, სტიქიამ დააზარალა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატები, ასევე ჯორჯია.
მანამდე, „სალიმ“ გადაუარა ფლორიდასა და ალაბამას. შედეგად გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა გზები და სახლები.
გავრცელებული ცნობით, სტიქიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.