აშშ-ში ტორნადოსა და ძლიერი ქარიშხლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ტორნადოსა და ძლიერი ქარიშხლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოსა და ძლიერ ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში 17 ტორნადო წარმოიქმნა. ტეხასის, ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას შტატებში ათობით ადამიანია დაშავებული. სტიქიის გამო, 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტეოროლოგები ახალი ტორნადოების წარმოქმნას ვარაუდობენ. პარალელურად, აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებს თოვლის ქარბუქი დაატყდა თავს. უამინდობის გამო ჩიკაგოს, დალასისა და შარლოტის აეროპორტებში ექვსი ათასი ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.