ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 86 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 465 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას სიენენი ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 27 094 014 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 464 941 ადამიანი.