აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 3 990 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ვირუსის 25 439 570 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 425 199 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აშშ-ში ვაქცინის სულ მცირე 44 394 075 დოზაა განაწილებული.
ქვეყანა ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.