აშშ-ში იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა პალესტინელთა მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს
აშშ-ში იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა პალესტინელთა მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების გაუქმებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ 45 ადამიანის დაკავებას, რომლებიც პოლიციამ დემონსტრაციის დროს სხვადასხვა კამპუსში დააკავა.
მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: „წიგნები და არა ბომბები“ და „შორს დადექი ომისგან“.