ჩიკაგოში, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლთან აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველებთან შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა სხვადასხვა საგნები ესროლეს პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ძეგლს იცავდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარების გამწვავების შემდეგ, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ.

გამოცემა „ჩიკაგო ტრიბუნი“ წერს, რომ მანიფესტანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლის ჩამოგდება სცადეს.