აშშ-ში ბრიტანეთიდან ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ
აშშ-ში ბრიტანეთიდან ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ

დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ში შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდ ბრიტანეთტში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, უფრო მეტად გადამდები იყოს.

ახალი შტამის გამოვლენის გამო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.