აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ რვა ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ რვა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, აიდაჰოს ტბის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავში ერთად რვა ადამიანი იმყოფებოდა და მათ შორის გადარჩენილები სავარაუდოდ არ არიან.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ორი ადამიანი ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს.