აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ხელშეკრულება 47 მილიონ დოლარად 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისა და 37 გამშვები მოწყობილობის შეძენას ითვალისწინებს.
„ჯაველინის სისტემა საშუალებას მისცემ უკრაინას, გააძლიეროს გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მთავარი მიზანი კი ეროვნული თავდაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა“ – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვა რეგიონში ძალთა ბალანსზე გავლენას არ მოახდენს.
2018 წლის აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
„ჯაველინი“ ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომელიც ჯავშანტექნიკის, ვერტმფრენებისა და ზოგიერთი სახის თვითმფრინავის გასანადგურებლდ გამოიყენება.
ექვსი რაკეტით დაკომპლექტებული ერთი კომპლექსის ფასი მილიონი ამერიკული დოლარია.