აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. უწყების წარმომადგენელმა სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების – ირანისა და სირიის ქმედებები დაგმო.
„რუსეთი, რომელმაც 2013 წელს მსოფლიოს დაპირდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებას უზრუნველყოფს, საბოლოოდ პასუხისმგებელია იქ მის გამოყენებაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სირიის იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაადასტურა.