აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა
აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება არის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია ხარკოვთან რუსეთის შეტევის მოგერიების დასახმარებლად.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს HIMARS-ისთვის, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის და AT4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, რაკეტებს, ასევე სხვა შეიარაღებასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ეს პაკეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც მტერმა გააძლიერა თავდასხმები ფრონტის ხაზის გასწვრივ.