აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

11:18, 18.05.2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. უწყების წარმომადგენელმა სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების – ირანისა და სირიის ქმედებები დაგმო.

„რუსეთი, რომელმაც 2013 წელს მსოფლიოს დაპირდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებას უზრუნველყოფს, საბოლოოდ პასუხისმგებელია იქ მის გამოყენებაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სირიის იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაადასტურა.

მსგავსი