აშშ-ის საელჩოს პრესატაშე - საქართველოსთვის Javelin-ის მიყიდვასთან დაკავშირებით კონგრესს შეტყობინება გადაეცა
აშშ-ის საელჩოს პრესატაშე - საქართველოსთვის Javelin-ის მიყიდვასთან დაკავშირებით კონგრესს შეტყობინება გადაეცა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე კრისტინ რობერტსი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს გადაეცა შეტყობინება საქართველოსთვის სამხედრო შეიარაღების სისტემა Javelin-ის მიყიდვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის წინადადება გაყიდვასთან დაკავშირებით და არა გრანტი ან სესხი.

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს გადაეცა შეტყობინება საქართველოსთვის სამხედრო შეიარაღების სისტემა Javelin-ის მიყიდვასთან დაკავშირებით. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების მიმართ.

ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს არის წინადადება გაყიდვასთან დაკავშირებით და არა გრანტი ან სესხი, და თანხას საქართველო იხდის საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – აღნიშნა კრისტინ რობერტსმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin -ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.