აშშ-ის საელჩო – ელჩმა დანიგანმა სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ გულმოდგინე ძალისხმევისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურს მადლობა გადაუხადა

12:54, 24.04.2024

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.

მსგავსი