აშშ-ის მთავრობამ ჩინური პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომელზეც 10%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე 10 %-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს. აშშ-ის მთავრობამ პრუდუქციის ვრცელი სია გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა, საჯარო განხილვების შემდეგ შევიდეს ძალაში.
პოტენციური სანქციების სიაში შემდეგი ჩინური საქონელია: ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, დამცავი და სახანძრო განგაშის სიგნალები, ხილი და ბოსტნეული, ბეისბოლის ხელთათმანები და რეზინისგან შექმნილი პროდუქცია.
ვაშინგტონმა 6 ივლისს 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები უკვე დაუწესა.
საპასუხო ზომები მიიღო პეკინმაც, რასაც აშშ-ის ხელისუფლებამ უსაფუძვლო და გაუმართლებელი უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პეკინი ვაშინგტონთან უსამართლო პირობებით ვაჭრობს.