აშშ-მა რუსული საავიაციო ქარხნები „შავ სიაში“ შეიტანა
აშშ-მა რუსული საავიაციო ქარხნები „შავ სიაში“ შეიტანა

აშშ-მა „შავ სიაში“ 71 რუსული და ბელარუსული საწარმო დაამატა. მათ შორის, არის რამდენიმე საავიაციო ქარხანა. ასევე, გემთმშენებელი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

სანქციები დაუწესდება 70 რუსულ კომპანიასა და ორგანიზაციას, ასევე, ერთ ბელარუსული საწარმოს.

„შავ სიაში“ მოხვდა რუსეთში ყველა დიდი საავიაციო ქარხანა, რომელიც ვორონეჟში მდებარეობს და სამგზავრო თვითმფრინავებს აწარმოებს, ასევე – ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო პეტერბურგის გემთმშენებელ ინსტიტუტებს.

საერთო ჯამში, თებერვალში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა „შავ სიაში“ შეიტანა 322 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უჭერს მხარს.