„სიენენი“ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ისრაელურ ორგანიზაციას, რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის თანხას აგროვებდნენ
„სიენენი“ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ისრაელურ ორგანიზაციას, რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის თანხას აგროვებდნენ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ისრაელურ ორგანიზაციას, „მაუნთ ჰებრონის ფონდსა“ და „შლომ ასირაიხის“, რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის, ინონ ლევაისა და დევიდ ჩაი ჩასდაისთვის ათასობით დოლარს აგროვებდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ორივე პირი აშშ-მა სასანქციო სიაში ჯერ კიდევ თებერვალში შეიყვანა, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაზრდილი ძალადობის ფონზე, აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა.

პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორგანიზაცია „ლეჰავას“ დამფუძნებელსა და ლიდერს, ბენ-სიონ გოპშტეინს. ამ ორგანიზაციის წევრები, არსებული ინფორმაციით, პალესტინელ მოქალაქეებზე თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას.