აშშ-მა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. ახალ სასანქციო სიაში კრიპტოვალუტის მომპოვებელი რუსი მაინერები და ოლიგარქ კონსტანტინ მალოფევის ბანკი და კომპანიები მოხვდნენ.
„შავ სიაში“ ასევე ფიგურირებენ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქსენია იუდაევა და ბანკ „ოტკრიტიეს“ ხელმძღვანელი მიხაილ ზადორნოვი. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია რუსეთში, რომელიც 2017 წელს ფინანსური პრობლემების გამო, ახლა ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაშია.