აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ სამი გავლენიანი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა
აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ სამი გავლენიანი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ სამი გავლენიანი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა, – ამის შესახებ განცხადება ერაყსა და სირიაში მოქმედი საერთშორისო კოალიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ ფაისალი და მისი მოადგილე აბუ კუდამა.

როგორც პენტაგონში ამბობენ, ორივე დამნაშავე კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად სირიაში მოკლეს.

კიდევ ერთი ტერორისტი მუსტაფა ქამალ ჯასემ მუჰამედ ალ-ზაუი 28 ნოემბერს ერაყში მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უყებაში აცხადებენ, აღნიშნული საველე მეთაურების განადგურება კიდევ უფრო დაასუსტებს „ისლამურ სახელმწიფოს“ და ხელს შეუშლის მათ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში.