აშშ-ის კონგრესში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ტრეინინგებს ჩაატარებენ
აშშ-ის კონგრესში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ტრეინინგებს ჩაატარებენ.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ პოლ რაიანმა გააკეთა. ამავე თემაზე ყოველწლიური სემინარიები გამართვას აპირებენ სენატშიც.
„სექსუალური შევიწროების ადგილი არც ერთ კოლექტივში არ არის და მით უფრო აშშ-ის კონგრესში“ – განაცხადა რაიანმა.
სემინარების გამართვის იდეა რესპუბლიკელ ბარბარა კომსტოკს და დემოკრატ ჯეკი სპაირს ეკუთვნის. ამ უკანასკნელის თქმით, ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 1970-იანი წლებში გახდა, როდესაც კონგრესმენის თანაშემწედ მუშაობდა.
სექსუალური შევიწროების თემა მსოფლიოში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოქტომბერში ათობით მსახიობმა განაცხდა, რომ ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი მათ ავიწროებდა.