აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰონკონგში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ კანონპროექტი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰონკონგში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ კანონპროექტი მიიღო.
დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესის წევრების წინაშე ჰონკონგში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგულარული ანგარიშების წარდგენას ავალდებულებს, ასევე ჰონკონგში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შესაბამის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატის 417-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა სენატმაც, რასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ჰონკონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა უკვე ხუთი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები ჰონკონგზე ჩინეთის მხრიდან არსებულ გავლენას აპროტესტებენ.