ჯოზეფ ბორელი – მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას, უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას. უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.
I welcome today’s vote by the U.S. House of Representatives. #Ukraine will have the transatlantic support it needs to stand up to Russian agression.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 20, 2024