შარლ მიშელი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია კრემლისთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაერო-ს წესდების, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა.
შარლ მიშელი მიესალმება გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს კრემლისთვის მკაფიო გზავნილია.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის: მათ, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაერო-ს წესდების, განაგრძობს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს და ამერიკის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.
I welcome the vote of the US House of Representatives approving the – long overdue – crucial USD 60 billion aid package for Ukraine.
This sends a clear message to the Kremlin: Those who believe in freedom and UN charter will continue to support Ukraine and its people.
— Charles Michel (@CharlesMichel) April 20, 2024