აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე მოქალაქეების უფასოდ დიაგნოსტირებას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე მოქალაქეების უფასოდ დიაგნოსტირებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე მოქალაქეების უფასოდ დიაგნოსტირებასა და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ორკვირიანი ანაზღაურებადი ბიულეტენით სარგებლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტს კონგრესმენებმა 363 ხმით 40-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. დახმარების პაკეტს მხარს უჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა ვიდრე პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა მომდევნო კვირას გაიმართება.

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა პარასკევს გამოაცხადა.

აღნიშნული ზომა ფედერალურ მთავრობას ბიუჯეტიდან ვირუსთან გასამკლავებლად 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობას მისცემს.