აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვგეგმავთ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების გაგრძელებას
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები უკრაინის საზღვართან და იყოს მეტად გამჭვირვალე ბოლოდროინდელ აქტივობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„ჩვენ უკვე გარკვეული დროა, მატერიალურ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ეს მოიცავს არასაბრძოლო აღჭურვილობას, გარკვეული ტიპის შეიარაღებას, ასევე სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც იქ უკრაინის დასახმარებლად გავგზავნეთ. ვგეგმავთ ამის გაგრძელებას, მათ მოთხოვნებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ოსტინმა.