აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ ანტისხეულების კოქტეილს ავტორიზაცია მისცა
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ ანტისხეულების კოქტეილს ავტორიზაცია მისცა

დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ ანტისხეულების კოქტეილს ავტორიზაცია მისცა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ავტორიზებულია პირველი საინექციო მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი, „ევუშელდი“ „კოვიდ 19“-ის გრძელვადიანი პრევენციისთვის.

ევუშელდი“ შეიძლება, გამოყენებული იყოს პროფილაქტიკის საშუალებად 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც იმუნური პრობლემები აქვთ და შესაძლოა, ვერ იღებდნენ ადეკვატურ იმუნურ პასუხს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან. თერაპია ასევე არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე გვერდითი რეაქციების ისტორია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ან მის კომპონენტებზე. თერაპია მოიცავს პროფილაქტიკური ინექციების მიღებას ექვს თვეში ერთხელ. კლინიკური კვლევის მიხედვით, კოქტეილი დაახლოებით 83 პროცენტით ეფექტურია სიმპტომატური დაავადების თავიდან ასაცილებლად ასეთი ინტერვალის დროს.