აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.

კომპანია „ბიოგენის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი „ადუკანუმაბი“ ებრძვის ალცჰაიმერის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და არა მის სიმპტომებს.

პრეპარატი მოქმედებს ამილოიდებზე – ცილაზე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინში აყალიბებს პათოლოგიურ შენაერთს, რომელსაც შეუძლია უჯრედების დაზიანება და იწვევს დემენციას.

„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოში ალცჰაიმერით სავარაუდოდ 30 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული, რომელთა უმრვლესობა 65 წელს გადაცილებულია.