აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სენატის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„კარგი ახალი ამბები – ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.