აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც სენატის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.
„კარგი ახალი ამბები – ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.
🚨Good news🚨
The @EU_Commission recommended today that accession talks with #Ukraine and #Moldova begin, and also that #Georgia be granted EU candidate status. Ukraine, Georgia, and Moldova all belong in the #EuroAtlantic family. https://t.co/8hOOfc4JnP
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) November 8, 2023