აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტმა გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო ოთხი მილიონი დოლარით დააჯარიმა
აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტმა გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო ოთხი მილიონი დოლარით დააჯარიმა

აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტმა გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო ოთხი მილიონი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია ინსაიდერმა გაავრცელა.

აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის მაისში „ლუფთაჰანზამ“ 128 ებრაელს უარი უთხრა ბორტზე ასვლაზე ფრანკფურტში, სადაც ისინი ნიუ იორკიდან ბუდაპეშტში მგზავრობისას გადასხდომას ახორციელებდნენ. გამოძიების მიხედვით, ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა პირველი რეისის კაპიტნისგან მიიღო გაფრთხილება, რომ რამდენიმე მგზავრი, რომლებსაც ორთოდოქსი ებრაელებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ეცვათ, არ ასრულებდა ეკიპაჟის მითითებებს.

„ლუფთჰანზამ“ ვერ შეძლო სავარაუდო წესრიგის დამრღვევების იდენტიფიცირება და ამიტომ ყველა ებრაელს აუკრძალა თვითმფრინავში ჩაჯდომა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ავიაკომპანიამ ბორტზე არ დაუშვა, ერთმანეთს არ იცნობდნენ და ცალ-ცალკე მგზავრობდნენ.