უკრაინამ აშშ-სგან, სამხედრო დახმარების ფარგლებში, 84 ტონა საბრძოლო ვაზნები მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების ფარგლებში 84 ტონა საბრძოლო ვაზნები მიიღო.
მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ჯამში უკრაინამ დახმარების სახით აშშ-სგან 500 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან მასშტაბური რაოდენობის შეიარაღებული ძალების მობილიზების გამო, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის სურვილი რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.
18 იანვარს უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიიღო.