აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ფილიპ რიკერი საქართველოს გუშინ ესტუმრა.
გაიმართება მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, ვიზიტის დღის წესრიგშია შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მოგვიანებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფილიპ რიკერის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.