აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ გალაპაგოსის კუნძულებთან ასობით ჩინური გემის ყოფნა შემაშფოთებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ გალაპაგოსის კუნძულებთან ასობით ჩინური გემის ყოფნა შემაშფოთებელია.
როგორც პომპეომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ანგარიშების თანახმად, ჩინეთის საზღვაო ფლოტის ასობით სათევზაო გემი გალაპაგოსის კუნძულების გარშემო იმყოფება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს არალეგალური თევზაობა და ოკეანეებში წყალქვეშა სამყაროს განადგურება.
„გალაპაგოსის გარშემო 300-ზე მეტი ჩინური გემია, რომლებიც თიშავენ სამეთვალყურეო სისტემებს, ცვლიან გემების სახელწოდებებს და ანაგვიანებენ ზღვას, რაც უაღრესად შემაშფოთებელია. მოვუწოდებ ჩინეთს, იყოს გამჭვირვალე და მოქმედებაში მოიყვანოს საკუთარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მეთევზეობისადმი“, – წერს პომპეო ტვიტერზე.