საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ეწვია

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.