გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოაჩინეს კუ, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოაჩინეს კუ, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

გენეტიკური ტესტები ადასტურებს, რომ გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი კუ მიეკუთვნება სახეობას, რომელიც მეცნიერებს საუკუნის წინ გადაშენებულად მიაჩნდათ.

მდედრი კუ 2019 წლის ექსპედიციისას, კუნძულ ფერნანდინაზე აღმოაჩინეს.

კავშირის დასადასტურებლად, მეცნიერებმა მისი ნიმუშები სახეობა Chelonoidis phantasticus-ის მამრი კუს ნაშთებისას შეადარეს.

უკანასკნელად, ამ სახეობის კუ 1906 წელს იყო დაფიქსირებული.

ამჯერად, მისი წარმომადგენელი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა იპოვეს, რომლებიც გალაპაგოსის კუნძულების ფლორისა და ფაუნის ყოვლისმომცველ კატალოგიზაციას აწარმოებენ.

მამრი კუს ნაშთების საფუძველზე, იელის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა განსაზღვრეს, რომ 115 წლის შემდეგ, 2019 წელს ნაპოვნი მდედრი კუ მართლაც სახეობა Chelonoidis phantasticus-ს ეკუთვნის, რომელსაც ფერნანდინას გიგანტურ კუსაც უწოდებენ.

ახლად აღმოჩენილი მდედრი კუ ასაკით 100 წელზე მეტისაა და ამჟამად კუნძულ სანტა-კრუსის სანაშენე ცენტრში იმყოფება.

კუნძულ ფერნანდინაზე მეცნიერებმა დააფიქსირეს ნაკვალევი და ფეკალიები, რაც მათ აფიქრებინებს, რომ ველურ ბუნებაში ამ სახეობის სხვა ინდივიდებიც არიან შემორჩენილი და ამჟამად მათ პოვნას ცდილობენ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.