აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები „კოვიდ-19“-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები „კოვიდ-19“-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები „კოვიდ-19“-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-მა სამი ონლაინგამოცემის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც მათი ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ყალბი ინფორმაცია ასევე ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამხედრო კონფლიქტებს, პროტესტებს და სხვა გამყოფ საკითხებს, რომელთა გამოყენება რუსეთს შეუძლია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გამოცემა „ნიუს ფრონტს“ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს, ორ გამოცემას, „ნიუ ისთერნ აუთლუქს“ და „ორიენტალ რივიუს“ კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.