აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი კონფლიქტის გზას თუ აირჩევს, ამერიკა, მისი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური გადაახდევინონ, გააძლიერონ ნატო-ს მზადყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.