აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ინდექსების დაცემის გამო კიდევ ერთხელ შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ძირითადი ინდექსი „ეს ენდ პი“ რვა პროცენტით, ხოლო „დოუ ჯონსი“ 9,7 პროცენტით დაეცა. შესაბმისად ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა.
ინდექსების რვაპროცენტიანი ვარდა დაფიქსირდა ლონდონის ბირჟაზეც. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ბირჟებზეც.
როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ცდილობენ, კოორდინირებული ქმედებებით კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკაზე ზეწოლა შეამცირონ, თუმცა მიუხედავად ამისა, საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა მეორე კვირაა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები 0,25 პროცენტამდე შეამცირა. ასევე დააანონსა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, რომელიც 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.