აშშ-ის საელჩო - გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს
აშშ-ის საელჩო - გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021